სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ტრენინგ კურსი დაიწყო

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ტრენინგ კურსი დაიწყო.
🟩ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ მონაწილეებს გააცნო როგორც კურსის სპეციფიკა, მიმდინარეობა, ასევე წარუდგინა პრეზენტაცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ისტორიის შესახებ. ნუგზარ ბერიძემ მიმოიხილა რეგულირების კუთხით როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებაც.
🟩კურსის მონაწილეები შეისწავლიან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის რეგულირების საკითხებს , გაეცნობიან ტარიფების კალკულაციის პრაქტიკულ მაგალითებს. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …