საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13%-ა

2022 წლის თებერვლის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2022 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.67 მლრდ ლარით, ანუ 2.8 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.33 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის  თებერვლის ბოლოს 61.69 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.0 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …