სებ-ი ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი აგრძელებს “საქართველოს მეფეების” სერიის საკოლექციო მონეტების გამოშვებაზე მუშაობას და ამ ეტაპზე, აცხადებს კონკურსს მეფე ბაგრატ მესამესა და მეფე ფარნავაზ პირველის თემებზე 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს საკოლექციო მონეტების  ესკიზების შესარჩევად.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით,  საკოლექციო სერია “საქართველოს მეფეებისთვის”, შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც ქვეყნის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.   სერია წარმოაჩენს ქვეყნის საერთო სოციო-პოლიტიკურ თუ ზოგად კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს, ხაზს უსვამს იმ გამორჩეულ ეტაპებს, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით, ქართული ეროვნული ვალუტა ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას უწყობს ხელს.

საკოლექციო მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევი კონკურსის პირობები მეფე ბაგრატ მესამესა და მეფე ფარნავაზ პირველის თემებზე განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …