რაც შეეხება სსფ-დან დამატებითი თანხების აღებას, ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ დგას – კობა გვენეტაძე

ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს არანაირი საჭიროება, სსფ–დან დამატებითი სესხების მიღებაზე აწარმოოს მოლაპარაკება. როგორც სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, სსფ-თან მოლაპარაკებები ახალი პროგრამის დაწყების თაობაზე მიმდინარეობს, თუმცა ის საქართველოს მიერ ახალი სესხების აღებას არ გულისხმობს.

“ვფიქრობთ, რომ გარკვეულ პერიოდში სსფ-თან უკვე შევძლებთ ამ პროგრამის დაწყებას, თუმცა გარკვეული დრო კიდევ არის საჭირო ამისათვის. რაც შეეხება ფონდიდან დამატებითი თანხების აღებას, ამ პერიოდში და ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ დგას. თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მდგომარეობა ზოგადად არის ცვალებადი და მოულოდნელად იცვლება უარყოფითი მიმართულებისკენ, არ არის გამორიცხული, რომ ესეც იყოს აუცილებელი. რისთვის არის მნიშვნელოვანი ეს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და რომელიც არ გულისხმობს სესხებას, ეს არის იმისთვის, რომ ესაა ეგრეთ წოდებული Stand By პროგრამა და იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება სესხება, ჩვენ ძალიან მალე მოვახერხებთ ამას,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …