SCAT-ი ნურ-სულთანიდან ბათუმისკენ ფრენებს იწყებს

თბილისი (BPI) – 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ყაზახური ავიაკომპანია SCAT ნურ-სულთანიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს.

ნურ-სულთანი – ბათუმი – ნურ-სულთანის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 7 ივნისიდან 25 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველი სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

ფრენები Boeing 737 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიერ, ყაზახურ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 21 მაისს მიენიჭა.

SCAT საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულად 2006 წლიდან ოპერირებს. გასულ წლებში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით რეისებს აქტაუდან ასრულებდა.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …