“ქართულ ფილმს” რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის სტატუსი ექნება

საქპატენტში რეგისტრაციის მოთხოვნით სს „ქართული ფილმის“ მიერ შემოტანილმა განაცხადმა ფორმალური და არსობრივი ექსპერტიზა გაიარა, რომლის დროს მოწმდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური და შედარებითი საფუძვლები. პროცედურის თანახმად, დღეს, განხორციელდა პირველი გამოქვეყნება, რაც გულისხმობს საქპატენტის ექსპერტიზის მიერ დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ინფორმაციის განთავსებას სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში, მესამე პირებისათვის.
🔴 დღეიდან, სამი თვის გასვლის შემდეგ, შესაბამისი პროცედურების დაცვით, ნიშანი „ქართული ფილმი“ დარეგისტრირდება და გაიცემა მოწმობა.
📽 კინოსტუდია „ქართული ფილმი“, რომელიც 115 წლიან ისტორიას ითვლის, არის 800-ზე მეტი მხატვრული ფილმის, 400-მდე ანიმაციისა და 26000 დოკუმენტური და სამეცნიერო ფილმის შემქმნელი. ამასთანავე, 300-ზე მეტი გრანპრის მფლობელი და 500-ზე მეტი ფესტივალის მონაწილე.
🎬 „ქართული ფილმი“, უზრუნველყოფს სრულმეტრაჟიანი, სამეცნიერო და დოკუმენტური ფილმების გადაღებას, დრამატული სპექტაკლებისა და სატელევიზიო რეპორტაჟების პრეპროდუქციის მომზადებას თუ მომსახურებას, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
➡️ უფრო ვრცლად, ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ მიმდინარე წლის სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენის მე-5(584) ნომერში: https://tinyurl.com/2p97rmx7

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …