დარგობრივმა კომიტეტმა საქსტატის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძის კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კონკურსის შედეგად შერჩეული გოგიტა თოდრაძისა და ალექსანდრე არაბულის კანდიდატურებს მოუსმინეს.

კომიტეტის წევრებს კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო. ალექსანდრე არაბული ამჟამად სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში იკავებს ბიზნესის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას, ხოლო გოგიტა თოდრაძე 2018 წლიდან იკავებს როგორც საქსტატის საბჭოს წევრის, ასევე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას.

ალექსანდრე არაბულმა და გოგიტა თოდრაძემ კომიტეტის წევრებს გააცნეს თავიანთი ხედვა საქსტატის საქმიანობასა და ამ სამსახურის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. მათ უპასუხეს კომიტეტის წევრების კითხვებს.

სხდომის დასასრულს გაიმართა ფარული კენჭისყრა, რომელშიც სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ათმა წევრმა მიიღო მონაწილეობა და ათივემ მხარდაჭერა გოგიტა თოდრაძეს გამოუცხადა.

ამგვარად, როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია გოგიტა თოდრაძეს და მისი კანდიდატურა წარედგინება პლენარულ სხდომას.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …