“უკრაინულმა საცხობმა“ დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით „უკრაინულმა საცხობმა“ წარმოება 2,5 ჯერ გაზარდა.

კომპანია ბაზარზე 5 წელია ოპერირებს და მომხმარებელს უკრაინული ტექნოლოგიით დამზადებულ რამდენიმე სახეობის ტრადიციულ პურს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია არის დიაბეტური და არ შეიცავს დამატებით საღებავებსა და მინარევებს.

„უკრაინული საცხობი“ მომხმარებელს წონის, ფერის და გემოვნური თვისებების მიხედვით, რამდენიმე სახის ტრადიციულ უკრაინულ პურს სთავაზობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ბიზნესის გასავითარებლად დამატებით 250 000 ლარის ინვესტიცია მოვიზიდეთ, რაც საწარმოო გადაიარაღებისა და სატრანსპორტო/ძირითადი საშუალებების შესაძენად მივმართეთ. შედეგად, 2,5 ჯერ გაიზარდა საწარმოს რეალიზაცია და შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები. გვეამაყება, რომ ჩვენი პროდუქცია მხოლოდ ორგანული ნივთიერებების გამოყენებითაა დამზადებული და მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერით შესაძლებლობა გვეძლევა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისთვის აღნიშნული პროდუქცია“, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, ავთანდილ ხურცილავა

ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია.  ვრცლად, ბანკის ბიზნესპროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …