S7 Airlines-ი ნოვოსიბირსკი-ბათუმის მიმართულებაზე რეგულარულ ავიარეისებს იწყებს

თბილისი (BPI) – რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-ი 5 ივნისიდან ნოვოსიბირსკიდან ბათუმის მიმართულებით, რეგულარულ ავიარეისებს იწყებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, რეისები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს განხორციელდება. რეისი ტოლმაჩევოს აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 10:20 საათზე განხორციელდება, ხოლო ბათუმიდან ფრენა ნოვოსიბირსკის მიმართულებით ადგილობრივი დროით 13:30 საათზე.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მიმართულებით ფრენებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

S7 Airlines-ი ნოვოსიბირსკი-ბათუმი-ნოვოსიბირსკის მარშრუტზე ოპერირებას Airbus A320neo-ს მეშვეობით განახორციელებს.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …