Ryanair-ის ფრენების 93% ოქტომბერში დროულად შესრულდა

თბილისი (BPI) – დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ოქტომბრის სამომხმარებლო სერვისის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის მიხედვით, ფრენების 93%-ი დროულად შესრულდა, საჰაერო ტრაფიკის კონტროლის (ATC) გამოკლებით, მაშინ როდესაც გასული წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 90%-ი იყო.

ATC-ის სტაფის გამო ოქტომბერში 11,346 ფრენა შეფერხდა (15%).

ავიაკომპანიამ ასევე ოქტომბრის “შეაფასე ჩემი ფრენის” მომხმარებლის გამოცდილების ქულები გამოაქვეყნა, რამაც აჩვენა, რომ 168,000 რესპონდენტიდან საკუთარი ფრენა “შესანიშნავად, ძალიან კარგად ან კარგად” 87%-მა შეაფასა.

“შესანიშნავი, ძალიან კარგი ან კარგი” შეფასება ეკიპაჟის კეთილგანწყობას 92%-იანი ჰქონდა, სერვისს ბორტზე 91%-ი, სასმელებისა და საჭმელების არჩევანს 85%-ი, ხოლო ჩასხდომას 83%-ი.

Ryanair-ის წარმომადგენლის, კენი იაკობსის განცხადებით, ავიაკომპანიამ ოქტომბერში დაახლოებით 14 მილიონი მომხმარებელი გადაიყვანა, ხოლო 76,000 ფრენიდან 93%-ი დროულად შესრულდა, ATC დაგვიანებების გამოკლებით, რომელსაც ისევ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. მისი თქმით, ფრენების 15%-ი ამ მიზნით დაგვიანდა გერმანიასთან, საფრანგეთთან და ესპანეთთან, როგორც ყველაზე ცუდი ATC პროვაიდერები ბოლო თვეში.

თუმცა, იაკობსის თქმით, ამის მიუხედავად მათი პუნქტუალობა გაზრდილია როგორც თვიურ ჭრილში, ასევე წლიურ ჭრილში.

შემთხვევითი სიახლე

ვის დაუწესდება ₾200 000 ლიმიტი – მსესხებელი კლასებად დაიყოფა

თბილისი (BPI) – სავალუტო სესხზე ₾200 000 ჭერის, $33 800 -მდე  დაწევაზე, 2020 ბიუჯეტის საპარლამენტო …