RS CAR გადასახადის გადამხდელებს 28 ლოკაციაზე მოემსახურება

2-30 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 28 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

1 ლანჩხუთი 02.05.2022 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით 10:00-17:00
2 ადიგენი 02.05.2022 თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
3 ხულო 03.05.2022 გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
4 ასპინძა 03.05.2022 მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, “თიბისი ბანკი”-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
5 ქედა 04.05.2022 დაბას ცენტრი 10:00-17:00
6 ნინოწმინდა 04.05.2022 პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
7 ლენტეხი 05.05.2022 თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
8 მარტყოფი 05.05.2022 მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
9 გურჯაანი 10.05.2022 ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00
10 ხონი 10.05.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
11 ახმეტა 11.05.2022 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00
12 ვანი 11.05.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
13 ყვარელი 13.05.2022 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან 10:00-17:00
14 ბაღდათი 13.05.2022 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
15 კასპი 16.05.2022 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00
16 ამბროლაური 16.05.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00
17 ქარელი 17.05.2022 თამარ მეფის ქ. N 48, “ლიბერთი ბანკი”-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
18 მარტვილი 17.05.2022 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00
19 ყაზბეგი 19.05.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
20 დუშეთი 20.05.2022 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00
21 საჩხერე 23.05.2022 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
22 დმანისი 23.05.2022 წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
23 ცაგერი 24.05.2022 რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
24 თეთრიწყარო 24.05.2022 თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
25 ტყიბული 25.05.2022 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
26 ონი 27.05.2022 აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ 10:00-17:00
27 ყაზბეგი 27.05.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
28 ამბროლაური 30.05.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …