RS-მა ნედლი ნავთობის დანაკარგის ნორმის განსაზღვრაზე ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია გაითვალისწინა

თბილისი (BPI) – შემოსავლების სამსახურმა ნედლი ნავთობის შენახვაზედანაკარგის ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენისსამართლებრივი დასკვნა გაითვალისწინა.

შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ნედლი ნავთობისშენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დაწესდა 0.077 (დანაკარგი წონიდან %-ში).

ბიზნესომბუდსმენი აპარატის ცნობით, ნედლ ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმის არარსებობის გამო, კომპანიებს პრობლემები ექმნებოდათ, რაც ასევე ნეგატიურად მოქმედებდა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე. არადა, აღნიშნული სფეროს განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო სტრატეგიული-სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.

ნედლი ნავთობის შენახვის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა მიმართა.
აპარატმა გაიზიარა მოთხოვნა და სამართლებრივი დასკვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …