Royal Swinkels-მა არგოს 40% იყიდა

თბილისი (BPI) – ნიდენლანდურმა Royal Swinkels Family Brewers-მა ქართული ლუდის კომპანია „არგოს“ წილის 40% შეისყიდა. კომპანიებმა ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

Royal Swinkels Family Brewers – ის გენერალურმა დირექტორმა პიერ სვინკელმა განაცხადა, რომ საქართველოს ლუდის ბაზარი დინამიურად იზრდება, რასაც ხელს უწყობს ტურიზმის სფეროს განვითარება. „ასევე დიდი პოტენციალი გვაქვს ქვეყნის გარეთაც. საქართველოს მთავრობას გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, რაც ძალიან ხელსაყრელია ექსპორტისთვის. ეს საშუალებას აძლევს ჩვენს კომპანიას ამ შეთანხმებების ფარგლებში წარმატებით გავიდეს საექსპორტო ბაზრებზე. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრს, რადგან მთავრობასთან ერთად მუშაობთ ამ ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად,“ – განაცხადა პიერ სვინკელმა.

კომპანიებს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც Royal Swinkels -მა „არგოს“ ბრენდი „ჰოლანდიის“ წარმოების ლიცენზია გადასცა. ქართულ კომპანიაში წილის შესყიდვით, Royal Swinkels -მა საქართველოს ლუდის ბაზარზე თავისი წილი 15 პროცენტამდე გაზარდა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …