რეკორდული ექსპორტი – 2018 წელს 86 მლნ ბოთლი ქართული ღვინო 53 ქვეყანაში გაიყიდა

თბილისი (BPI) – საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება და 2018 წელს ღვინის ექსპორტი 30-წლიან რეკორდზეა.

საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ 2017 წელთან შედარებით 13%-ს მიაღწია. ქვეყანამ ღვინის ექსპორტიდან 203 მლნ დოლარი მიიღო,  რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ითაა გაზრდილი.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:

იაპონია – 37% (211 883), პოლონეთი – 31% (3 508 122), დიდი ბრიტანეთი – 33% (105 608) და აშშ – 2% (466 056);

ევროპის მიმართულებით:

შვეიცარია – 378% (25 350), დანია – 111% (17 834), რუმინეთი – 100% (99 774), ჩეხეთი – 81% (61 908), იტალია 69% (17 244), ბულგარეთი – 60% (26 790), ნიდერლანდები – 38% (82 641), გერმანია – 20% (483 791), ლიეტუვა – 17% (488 154),  საფრანგეთი – 14% (113 885), ლატვია – 14% (1 711 078), ესტონეთი – 11% (581 190) და ა.შ.;

ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით:

სამხრეთ კორეა – 275% (68 124), თურქმენეთი –  196% (197 694), ყირგიზეთი – 63% (218 550), აზერბაიჯანი – 40% (197 724), მონღოლეთი – 27% (214 398), უკრაინა – 26% (10 687 835), რუსეთი – 12% (53 682 627), ყაზახეთი – 8% (3 599 143) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია:

რუსეთი  (53 682 627), უკრაინა (10 687 835),  ჩინეთი  (6 951 019), ყაზახეთი  (3 599 143), პოლონეთი (3 508 122), ლატვია (1 711 078), ბელარუსი (1 606 002), ესტონეთი (581 190), ლიეტუვა (488 154) და გერმანია (483 791).

2018 წელს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 284-მა კომპანიამ განახორციელა. ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი გასულ წელთან შედარებით 34-ით გაიზარდა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …