აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის  მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის  მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული დამატებითი რეისები თბილისი – ფოთი – თბილისის მიმართულებაზე შესრულდება 21, 22, 23, 24  და 25 აპრილს, ხოლო 22, 23, 24 და 25 აპრილს შესრულდება დამატებითი რეისები  თბილისი – ბათუმი – თბილისის მიმართულებით.

“მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ  ცხრილში;

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

სწრაფი გადახდის აპარატებით,

საქართველოს რკინიგზის სალაროებში,

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, განმარტავენ საქართველოს რკინიგზაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის …