Rakuten Viber ბიზნესს უსაფრთხოების ახალ გადაწყვეტილებებს სთავაზობს

Rakuten Viber-მა, გლობალურმა უსაფრთხო შეტყობინებების პლატფორმამ და სუპერ აპლიკაციამ, კომუნიკაციის დაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ახალი გადაწყვეტილებები გამოუშვა. ამიერიდან, ბიზნესს შეუძლია სწრაფად მოახდინოს მომხმარებლების ავთენტიფიკაცია, რათა გააძლიეროს სანდოობა და მინიმუმამდე შეამციროს თაღლითობის რისკები. ეს კი, ინტერაქციას კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის.

·         დამადასტურებელი შეტყობინებები (Verification Messages), ესაა კლიენტების ავთენტიფიკაციის უსაფრთხო და შეუფერხებელი გზა, რომლის დროსაც, მომხმარებელს ეგზავნება ერთჯერადი პაროლი (OTP). მზა შაბლონების საშუალებით, რომლებიც კონვერტაციების გაზრდის მიზნითაა შექმნილია, ბიზნესს შეუძლია გაგზავნოს დაშიფრული OTP-ები უფრო დაბალ ფასად, ვიდრე SMS-ები და თან, წინასწარ განსაზღვროს შეტყობინების მიღების დრო. როდესაც მომხმარებლები მიიღებენ Viber-ის დამადასტურებელ შეტყობინებას, მათ შეუძლიათ სწრაფად დააკოპირონ PIN კოდი „Copy“ ღილაკის გამოყენებით და Viber-ის გახსნის გარეშე გაიარონ სწრაფი და მარტივი ავთენტიფიკაციის პროცესი.

·         SecurePlus შეტყობინებები კი, აძლიერებს უსაფრთხოებას მიმღების ნომრის შემოწმებით, რათა დაადასტუროს, რომ ეს ანგარიში არ არის შექმნილი პოტენციური თაღლითობისთვის. ისეთი პირადი და სენსიტიური ინფორმაცია, როგორიცაა ტრანზაქციის დეტალები და საბანკო ამონაწერები, მომხმარებელს მხოლოდ მას შემდეგ გაეგზავნება, რაც Rakuten Viber, რეალურ დროში დაადასტურებს მიმღების სანდოობას. თავდაპირველად, ეს სისტემა Eurobank-ისთვის, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ბანკისთვის შეიქმნა, თუმცა ახლა, ის გლობალურადაა ხელმისაწვდომი. განახლების მიზანია დააკმაყოფილოს მაქსიმალური უსაფრთხოების მოთხოვნა ფინანსური ინსტიტუტებისა და ისეთი ინდუსტრიებისთვის, რომლებიც ამუშავებენ მომხმარებელთა მგრძნობიარე ინფორმაციას, მათ შორის სადაზღვევო და სამედიცინო ისტორიებს.

ეს განახლებები თანხვედრაშია SOC 2 ტიპის II სერტიფიკატთან, რომელიც აპლიკაციამ უსაფრთხოების მკაცრი აუდიტის გავლის შემდეგ მიიღო. ეს არის დასტური იმისა, რომ Rakuten Viber იყენებს მონაცემთა დაცვის მძლავრ ზომებს. Stiftung Warentest-ის შეფასებით, ხმოვანი და ტექსტური შეტყობინებების სამი საუკეთესო აპლიკაციიდან ერთ-ერთი, Rakuten Viber, უზრუნველყოფს ტრანზიტულ დაშიფვრას ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის, ხოლო ბოლოდან-ბოლომდე დაშიფვრას პირადი თუ ჯგუფური ჩატებისა და პირადი ზარებისთვის. ეს ნიშნავს, რომ პირადი შეტყობინებები არასოდეს ინახება აპლიკაციის სერვერებზე და ყველა კავშირი HTTPS-ითაა დაცული.

„უსაფრთხოება Rakuten Viber-ის იდენტობის ნაწილია,“ – ამბობს კრისტინა კონსტანდაჩე, Rakuten Viber-ის შემოსავლების მთავარი ოფიცერი – „რადგან ონლაინ მომხმარებელთა 60% ახლა უპირატესობას ანიჭებს უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას ბიზნესებთან კომუნიკაციაში, აუცილებელია ნდობის ხელახლა განსაზღვრა. ეს განახლებები პირდაპირ კავშირშია ჩვენს ვალდებულებასთან, მაქსიმალურად დავიცვათ ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობა და ამავდროულად გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც უსაფრთხო სუპერ აპლიკაციის როლი. ჩვენი მისიაა შევქმნათ პლატფორმა, რომელიც ყველას შეუძლია შეუფერხებლად გამოიყენოს და იცოდეს, რომ კომუნიკაციის კონფიდენციალურობა მთლიანად დაცულია“.

უსაფრთხოების ახალი გადაწყვეტილებები უკვე ხელმისაწვდომია ბიზნესებისთვის,  მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ხშირად ჩამოტვირთული აპია მსოფლიოში. ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან კავშირებს და ვაერთიანებთ ადამიანებს უსაფრთხოდ, რათა მათ შეძლონ დატკბნენ ძვირფასი მომენტებით ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, მართონ საქმიანი ურთიერთობები ან მიჰყვნენ თავიანთ ინტერესებს – ჩვენ, ამ ყველაფერს ერთ სივრცეში გთავაზობთ! როგორც სუპერ აპლიკაცია, ჩვენი მომხმარებლებისთვის ვქმნით ისეთ სერვისებს, რომლებიც მოიცავს მათი ყოველდღიურ საჭიროებებს, თითქმის ყველა ასპექტში და ვუადვილებთ მათ ცხოვრებას.

Rakuten Viber არის Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი, გლობალური ტექნოლოგიების ლიდერი ელექტრონული კომერციის, ფინტექის, ციფრული კონტენტის და საკომუნიკაციო სერვისების სფეროში.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …