Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, გვიზიარებს, თუ როგორ იცავს ახალი Caller ID ფუნქცია მომხმარებლებს სპამ ზარებისგან. ფუნქცია საქართველოში ივლისის ბოლოს ამოქმედდა. ის ხელმისაწვდომია Android-ის მომხმარებლებისთვის, რომლებიც იყენებენ Viber-ის 19.3.0 ან უფრო ახალ ვერსიას. ახლა საქართველოში Viber-ის ათი ათასობით მომხმარებელი იყენებს Caller ID ფუნქციას. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფუნქცია ამოქმედდა 2023 წლის გაზაფხულზე, საქართველოში საშუალოდ ერთ მომხმარებელზე 12 ზარი ხორციელდება, რომლის ამოცნობაც Сaller ID-ით ხდება.
საქართველოში Rakuten Viber-ის Caller ID ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს აღმოაჩინოს უცნობი ადრესატისგან შემომავალი ზარები და გააფრთხილოს ის სპამის შესახებ. მესენჯერის მომხმარებლებს შეუძლიათ გაააქტიურონ ტელეფონზე შემომავალი ზარების იდენტიფიკაცია, ზუსტად ისევე, როგორც Rakuten Viber-ში.
თუ მომხმარებელი უპასუხებს ზარს და ის სპამი აღმოჩნდება, ზარის დასრულების შემდეგ, მას შეუძლია დააჭიროს ღილაკს „Report Spam” – შეტყობინება სპამის შესახებ. ზარის დასრულების შემდეგ, მომხმარებელს ასევე შეუძლია შეცვალოს Caller ID-ით ნაჩვენები სახელი.
ტელეფონის ნომრებს, რომლებსაც Rakuten Viber-ის სხვა მომხმარებლებიც უჩიოდნენ, შეიძლება ეწოდოს სპამი. ამრიგად, ფუნქცია გაგაფრთხილებთ სქამერებისა და არასასურველი ზარების შესახებ. ამავდროულად, Caller ID გეხმარებათ არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი ზარი კურიერისგან ან ონლაინ მაღაზიისგან. ხოლო მომხმარებელი თავად გადაწყვეტს, უპასუხოს თუ არა მას.
უცნობი ნომრიდან ზარის დასრულების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია:
ღილაკი „Edit“: აბონენტის სახელის დამატება ან განახლება.
დარეკვა იმავე ნომერზე: (ზარის საფასურის გადახდა შესაძლებელია ოპერატორის ტარიფების მიხედვით).
შეტყობინების გაგზავნა: თუ აბონენტი რეგისტრირებულია Viber-ში, მომხმარებელს შეუძლია მასთან საუბარი დაიწყოს.
მოწვევის გაგზავნა: თუ აბონენტი არ არის Rakuten Viber-ის წევრი, მომხმარებელს შეუძლია მოიწვიოს იგი აპლიკაციის ჩამოსატვირთად.
ტელეფონის ნომრის შენახვა კონტაქტების სიაში.
შეტყობინება სპამის შესახებ: დააჭირეთ ღილაკს “Report Spam” და მონიშნეთ აბონენტი როგორც სპამი. ასევე, აბონენტის მონიშვნა შესაძლებელია „Edit“ დაჭერის შემდეგ.
Caller ID ფუნქციის ჩართვა შესაძლებელია თქვენი სმარტფონის Rakuten Viber-ის პარამეტრებში. ამისათვის გახსენით Viber, დააჭირეთ ღილაკს „More“ და გახსენით განყოფილება „Calls and Messages“. ჩართეთ გადამრთველი Caller ID ოფციის გვერდით.
ზარებისა და შეტყობინებების უსაფრთხოება, ასევე მომხმარებლის კონფიდენციალურობა Rakuten Viber-ის პირველი პრიორიტეტია. Caller ID Rakuten Viber-ში უზრუნველყოფს კიდევ უფრო დიდ დაცვას – ახლა მომხმარებელი ყოველთვის გაიგებს ვინ ურეკავს მას Rakuten Viber-ში და არა მხოლოდ.
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.