Rakuten Viber საქართველოში შემოდის და თბილისში ოფისს ხსნის

კერძო და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში გლობალური ლიდერი კომპანია საქართველოში მობილური აპლიკაციების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, Rakuten Viber-ს თბილისში ეყოლება თანამშრომლები, რომლებიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებენ iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე. Rakuten Viber-ს მთელ მსოფლიოში 500 თანამშრომელი ჰყავს.
🟣 Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით – ქვეყნის მთლიანი, 3,7-მილიონიანი მოსახლეობის 1,7-მილიონი აქტიური მომხმარებლით ყოველთვიურად.
Rakuten Viber-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება სხვა გლობალური ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, რათა მათ მიერ საქართველო განხილულ იქნას, როგორც მაღალპოტენციური მიმართულება მათი ბიზნესების გაფართოებისა და ახალი ინვესტიციების განხორციელების კუთხით”, აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …