QWhiskey-ს ექსპორტისთვის ემზადება

თბილისი (BPI) – QWhiskey-ს სადეგუსტაციო ნიმუშებმა უკრაინასა და ყაზახეთში დადებითი შეფასება დაიმსახურა. მიმდინარე წელს ბრენდი პირველი საექსპორტო პარტიის გაგზავნისთვის  ემზადება.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოლაპარაკებები ორ ქვეყანასთან საბოლოო ეტაპზეა.

იგეგმება წარმადობის გაზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. ამ ეტაპზე საწარმო ხუთ ადამიანს ასაქმებს. გარდა საექსპორტო მიმართულებების გაჩენისა იტესტება QWhiskey-ს ახალი სახეობებიც.

ქართული ბრენდი საფერავისა და რქაწითელის შემდეგ მიმდინარე წელს ქვისკის სხვა სახეობებსაც შექმნის. QWhiskey 50 ათას ლარიანი ინვესტიციით ბაზარზე 2019  წელს გამოჩნდა.

ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს – ირაკლი კობახიძე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი …