“ქართული ლავაში” “ნიკორას,” “გუდვილისა” და “ორი ნაბიჯის” ქსელში გაიყიდება

თბილისი (BPI) – “ქართული ლავაში” მალე სუპერმარკეტების ქსელში გამოჩნდება. კომპანია “თავთუხის” პროდუქცია სუპერმარკეტების „ნიკორას,“ „გუდვილისა“ და „ორი ნაბიჯის“ ქსელში სააღდგომო დღესასწაულიs შემდგომ გაიყიდება.
 “ქართული ლავაში” ბაზარზე 2016 წლის 15 აპრილს შემოვიდა, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ  „ქართული ლავაში“ ერთდაერთი კომპანიაა, რომელმაც დააამტკიცა, რომ ლავაში არა მხოლოდ სომხური არამედ ქართულიცაა.
კომპანიამ რამდენიმე დღის წინ საკუთარი პროდუქცია გამოფენაზე “აირჩიე ქართული” “გუდვილში” წარადგინა. გამოფენა-გაყიდვა 2012 წლიდან უკვე ტრადიციულად წელიწადში 2-ჯერ იმართება.

 

ელენე ცოტაძე, თამარ ძინძიბაძე – “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტები

მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში

 

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …