პე ესპ ემ უკრაინის საელჩოს 95 000 დოლარის მედიკამენტები და ბავშთა კვების პროდუქტები გადასცა

პე ეს პე-მ უკრაინის საელჩოს 95 000 დოლარის მედიკამენტები და ბავშთა კვების პროდუქტები გადასცა. კომპანიაში განმარტავენ, რომ  უკრაინის საელჩოს სხვადასხვა პროდუქციას  ყოველკვირეულად მიაწვდიან.

“დღეს უკვე ერთიანი ძალებით, უკრაინის მხარდასაჭრად!

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მიზონი შემოგვიერთდა იმ დიდ საქმეში, რომელსაც პე ეს პე არაერთგზის ახორციელებს, უკრაინის მოსახლეობის მხარდასაჭერად!

გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ დღეს, უკრაინის საელჩოს გადაეცა 95 000$-ის ოდენობის მედიკამენტები და ბავშვის კვება.

პე ეს პე აგრძელებს დახმარებას და ყოველკვირეულად მიაწვდის უკრაინის საელჩოს სხვადასხვა პროდუქციას.

შეგახსენებთ, რომ თქვენ, ვისაც გსურთ თავად შეიტანოთ წვლილი და დაეხმაროთ უკრაინელ მოსახლეობას, პე ეს პე-მ თბილისის 31 აფთიაქში განათავსა საქველმოქმედო ყუთები, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ სასურველი, აფთიაქში შეძენილი ნებისმიერი პროდუქცია. ჩვენ კი, უზრუნველვყოფთ მის მიწოდებას უკრაინის საელჩოში.

ერთად უფრო ძლიერები ვართ!”., – აცხადებენ პე ეს პე-ში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …