PSP-ში „მადლიერების კვირეული“ დაიწყო – 50%-იანი ფასდაკლება ყველა წამყვანი ბრენდის კოსმეტიკურ და პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე

PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების კვირეულს“ 17-25 ნოემბერს ყველა წამყვანი ბრენდის კოსმეტიკურ და პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს.
PSP არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც პირველად 2019 წელს დაარსა „მომხმარებლისადმი მადლიერების დღე“ და რეალური 50%-იანი ფასდაკლება შესთავაზა ერთგულ მომხმარებლებს. მომდევნო წლებში მთელი კვირის განმავლობაში განსაკუთღებული შეთავაზებებით „მადლიერების კვირეული“ ტრადიციად აქცია.
მომხმარებლები განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ კვირეულის დაწყებას, რადგან PSP-ში 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ესვიარი, მარტიდერმი, ბიოდერმა, ნუქსი, ლიერაკი, ავენე, ტოპიკრემი, ალგოლოჟი, ნოვექსპერტი, ვიში, სოსკინი, ორმეტა, მისშა, მიზონი, პაიო, თალგო, ლა როშ პოზე, სებამედი, ზიაია, ისის ფარმა, კლორანი, სოსკინი, დოქტორ რენო, ურეაჟი, ცერავე, ალიქს ავენი, დოქტორ ირენა ერისი, ფარმასერისი, კეიპრო, ეკოსლაინი, ბივიზიბალ, ბიორომი, როჟე კავალიე, ლა პეტიტ ოლივიე, ელიზაბეტ არდენი, იუგავი, კოპაში, ლეა, ნიპეს ზოლინგენი, ფიტო, სოფთ&ჯენთლ – სასურველი კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალება და პირის ღრუს მოვლის ბრენდების – ბიორეპაიარი, კურასეპტი, ბლანქსი, სენსოდინი, პარადონტაქსი, კორეგა, სილვერ ქეარ, ელმექსი – საშუალებები; ასევე მრავალფეროვანი შეთავაზებები ბავშვთა კვების, ჰიგიენის და მოვლის ყველაზე ფართო ასორტიმენტზე: 2+2, 2+1 და საჩუქრები.
„გვსურს, თითოეულ ჩვენს მომხმარებელს მადლობა გადავუხადოთ ჩვენი ერთგულებისათვის და წელსაც, უკვე ტრადიციულად, ვთავაზობთ ყველა მათი საყვარელი ბრენდის პროდუქტებს ყველაზე დიდი ფასდაკლებით. PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 28 წელია მომხმარებელი და მის ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობაა. ამის დასტურია „მომხმარებლისადმი მადლიერების“ გამოხატვის კამპანიაც, რომელიც უკვე ტრადიციად ვაქციეთ. მეტი კომფორტისა და სიმარტივისთვის, სახლიდან გაუსვლელად შესაძენად „მადლიერების კვირეულის“ შეთავაზებებით შეუძლიათ ისარგებლონ PSP-ს ონლაინ პლატფორმებით: https://bit.ly/3geiDRR.
წლის განმავლობაში მუდმივად საინტერესო შეთავაზებებს, აქციებს, საჩუქრებს და სიახლეებს ვთავაზობთ, მაგრამ მადლიერების კვირეული მაინც გამორჩეული დღესასწაულია ჩვენი მომხმარებლებისთვის. მადლიერების კვირეული 17 ნოემბერს დაიწყო და 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება“- აცხადებენ PSP-ში.

– ყველაზე მზრუნველი!

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …