PSP „ქართული ლუდის კომპანიის“ 12,39%-იანი წილს ყიდის

PSP სს „ქართული ლუდის კომპანიის“ 12,39%-იანი წილს ყიდის. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, შპს პსპ ფარმამ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის) 12,39%-იანი წილის (7 001 000 აქცია) რვა მილიონ აშშ დოლარად და მზად არის მიიღოს წილის შეძენით დაინტერესებული პირებისაგან შესაბამისი წინადადებები
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში PSP-მ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოვოს ფარმწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის მანძილზე PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …