PSP სუპერლიგის გამარჯვებული მეოთხედ გახდა

თბილისი (BPI) – 30 ივნისს სუპერლიგის 2018-19 წლების სეზონის ფინალში ერთმანეთს PSP და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებული ძალიან დაძაბულ თამაშში გამოვლინდა და ზედიზედ უკვე მეოთხედ გამარჯვებული PSP გახდა.

PSP მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდმა რამდენჯერმე გაათანაბრა ანგარიში. საბოლოოდ კი ანგარიშით 5:4 გამარჯვებული PSP-ს გუნდი გახდა. თამაში უხვგოლიანი და ძალიან დაძაბული იყო, რადგან PSP-სა და GFF-ს გუნდები უკვე მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

„ჩვენთვის, PSP-სთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წელია რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვიღებთ მონაწილეობას და გამარჯვებასაც ვაღწევთ. ასეთ გამოცდილ გუნდთან უპირატესობას გუნდურობა გვაძლევს. ჩვენი მოწინააღმდეგე უმაღლეს ლიგებში თამაშობდა და ძალიან რთულია მათთან დაპირისპირება. ფინალში კარგად ორგანიზებულნი ვიყავით; გუნდის თითოეულმა წევრმა და მწვრთნელებმა მთელი წლის განმავლობაში დიდი შრომა ჩავდეთ, რამაც დღევანდელ გამარჯვებამდე მოგვიყვანა.

ჩვენი გამარჯვება მთელი PSP-ს გულშემატკივრობის დამსახურებაცაა. PSP ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერია, ასევე ძალიან ბევრი პროექტის, რომელიც სპორტსა და ჯანსაღ ცხოვრებას უწევს პოპულარიზაციას“ – აცახდებენ PSP-ში.  

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …