PSP მადლიერების დღეს 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებზე

თბილისი (BPI) – PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების დღეს“ კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციის 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს.

დღეს, 28 ნოემბერს, მადლიერების დღის აღსანიშნავად ნახევარ ფასად, 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ბიოდერმა, ვიში, ლიერაკი, ლა როშ პოზე, ტიპო კრემი, მიზონი, ნუქსი, სებამედი, ზიაია, ასევე ნებისმიერი მისთვის სასურველი კოსმეტიკური საშუალება PSP-ს ასორტიმენტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით.

„PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 25 წელია მომხმარებელი, მისი ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობა და სარგებლიანი პირობების შექმნაა. დღეს საფუძველი ჩაეყარა PSP-ს ახალ კამპანიას „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნას, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ და საინტერესო შეთავაზებების მიწოდებას გულისხმობს. „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნა PSP-ში ტრადიციად იქცევა“- აცხადებენ კომპანიაში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში გამართულ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში …