პრემიერი: ევროკავშირის გამოყოფილი ფინანსური რესურსი საქართველოს კონკურენტუნარიანობას გაზრდის

თბილისი (BPI) – პრემიერი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ფინანსური რესურსის გამოყოფას მნიშვნელოვანს უწოდებს. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირისგან 3,4 მლრდ ევროს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროექტის ფარგლებში მიიღებს.

“ეს ფინანსური სახსრები არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ საქართველო გახდეს კონკურენტუნარიანი. ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორია”, – განაცხადა ბახტაძემ. მისი თქმით, დაფინანსების ფარგლებში რამდენიმე ათეული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

ევროკავშირის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გეგმით, საქართველოში პროექტების საინვესტიციო მოცულობა 3.4 მლრდ ევროა.

პროექტი მიზნად ისახავს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებთან და, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთკავშირის გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის წახალისებასა და სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებას.

ქვეყანაში იგეგმება 18 პრიორიტეტული პროექტის დაფინანსება, ჯამურად, 3.4 მილიარდი ევროს მოცულობის თანხით, რაც მოხმარდება გზების, რკინიგზების, პორტებისა და სხვა ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობასა და რეაბილიტაციას. ეს პროექტებია:

• ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი – 61.5 მლნ ევრო

• ანაკლია – 100 მლნ ევრო

• ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი – 233 მლნ ევრო

• ფოთი-გრიგოლეთის ხიდი – 25 მლნ ევრო

• გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობა – 101 მლნ ევრო

• ბათუმის გზაგამტარი – 115 მლნ ევრო

• ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი – 61.5 მლნ ევრო

• ჩუმათელეთი-არგვეთას გზატკეცილი – 1.006 მლნ ევრო

• თბილისი-კუმისის ლოგისტიკური ცენტრი – 78.3 მლნ ევრო

• რუსთავი – წითელი ხიდის გზატკეცილი – 115 მლნ ევრო

• ალგეთი-სადახლო – 90 მლნ ევრო

• სადახლოს მეგობრობის ხიდი – 6 მლნ ევრო

აღნიშნული პროექტები და ინვესტიცია საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მეტ ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …