ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს და მე ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებ – ირაკლი ღარიბაშვილი

ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს და მე ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ომი არავის სჭირდება და ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რომ ყველაზე დიდი უბედურება, განსაცდელი, რაც არის ომი, აარიდოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. მე ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ამერიკული სტარტაპი 2032 წლისთვის მთვარეზე პირველი მუდმივი სასტუმროს გახსნას გეგმავს

კალიფორნიულმა სტარტაპმა Galactic Resource Utilisation Space (GRU) ამბიციური პროექტის შესახებ განაცხადა: კომპანია 2032 წლისთვის მთვარეზე …