საქართველოსა და რუმინეთის ფოსტები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

მიმდინარე წლის აპრილის თვეში „საქართველოს ფოსტას“, რუმინეთიდან, ფოსტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა“ და რუმინეთის ეროვნულ ოპერატორს „Posta Romana”- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მომსახურების სფეროში ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისი ტექნიკური და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლას. ასევე, საფოსტო ქსელისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით საფოსტო გზავნილების იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა ქვეყნებს შორის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და „Posta Romana”- ს ხელმძღვანელმა  ვალენტინ სტეფანმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის დაფინანსებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დაიწყო

ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით, საჯარო სამსახურების დაძმობილების TWINNING-ის პროექტი …