POMA მაღალმთიან აჭარაში საბაგიროების მშენებლობით არის დაინტერესებული

თბილისი (BPI) – კომპანია POMA მაღალმთიან აჭარაში ახალი საბაგიროების მშენებლობის საკითხს შეისწავლის.

კომპანიის წარმომადგენლები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს შეხვდნენ და კურორტ გოდერძისა და გომარდულში ახალი საბაგიროების მშენებლობის, ასევე სოფელ თაგოში არსებული საბაგირო გზის რეაბილიტაციის საკითხებზე ესაუბრნენ.

ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ. უცხოელმა პარტნიორებმა არსებული საინვესტიციო გარემო დადებითად შეაფასეს და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

უახლოეს პერიოდში კომპანიის ტექნიკური ჯგუფი აჭარაში აღნიშნულ პროექტებს ადგილზე შეისწავლის.

POMA საბაგირო გზების მშენებლობაში ლიდერი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს 80 ქვეყანაში 8000-ზე მეტი პროექტი ეკუთვნის.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …