პირველი მწვანე პროექტი საქართველოში – York Towers-ი ტაბახმელაში ფეშენებელურ ვილებს ააშენებს

თბილისი (BPI) – დაბა ტაბახმელაში, 100 000 კვ მეტრი მიწის ფართზე ფეშენებელური ვილები აშენდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 100 მლნ დოლარია და მას York Towers-ი განახორციელებს. მშენებლობა წლის პირველ კვარტალში დაიწყება.

ეს იქნება პირველი მწვანე პროექტი საქართველოში, მრავალფუნქციური კომპლექსი სრულად ეკომასალებით აშენდება, უზრუნველყოფილი იქნება ეკოგაწმენდის თანამედროვე სისტემით, რომელიც კანალიზაციის წყლების დამუშავებას უზრუნველყოფს.

მრავალფუნქციურ კომპლექსში საცხოვრებელი ვილების გარდა განთავდება სასტუმრო, კომერციული მოლი, ამფითეატრი და გასართობი ცენტრი, მოეწყობა ველობილიკი, სპაცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, ბაღი, საფეხმავლო ხიდი, რომელიც დაბა ტაბახმელას კოჯორთან დააკავშირებს.

კომპანიის გეგმის თანახმად, უნიკალური კომპლექსური დასახლებაში შევა 256 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი და 100 ფეშენებელური ვილა, ვილები მაქსიმუმ 3 სართულიანი იქნება.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამრ ელაბვაზი ამბობს, York Towers-ი სამი წლის განმავლობაში (2019-2021) 500 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს საქართველოში.

საერთაშორისო კომპანია York Towers-ი საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან შემოვიდა. მისი საქმიანობაა უძრავი ქონების ინვესტირება-მართვაა, რაც გულისხმობს კონკრეტულ ქვეყანაში წამყვან დეველოპერებთან თანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მხოლოდ მაღალი ხარისხისა და სტანდარტის მქონე საკუთრების შეთავაზებას, კონკურენტული ფასებითა და მოხერხებული საგადასახადო სისტემით.

კომპანიას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული, თანამედროვე კონცეფცია, რომელიც სრულად შეესაბამება სამშენებლო ბაზრის მოთხოვნებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათთვის მთავარია მომხმარებელს შესთავაზონ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, კომფორტული სერვისი და ინოვაციური ტექნოლოგიები. York Towers-ი საქართველოს გარდა წარმატებით ანხორციელებს საქმიანობს ეგვიპტეში, ყატარში, თურქეთში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …