ნოემბრის ბოლო დღეები მოგზაურობის დასაგეგმად კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება: Wizz Air-ის მომხმარებლების საყვარელი დღე, Pink Friday უკვე აქაა — დაჯავშნე ბილეთები 27–28 ნოემბერს და მიიღე 30%-მდე ფასდაკლება რჩეულ მიმართულებებზე[1].
Pink Friday არჩევანის თავისუფლებაა: ზოგს ქალაქის სწრაფი ტურები იზიდავს, ზოგს ზღვისპირა დასვენება, ზოგს კულტურული თავგადასავლებით სავსე შაბათი-კვირა, სხვებს კი, მეგობრებთან შეხვედრა ან უბრალოდ ახალი ადგილების აღმოჩენა. ასეულობით მიმართულება wizzair.com-ზე და WIZZ-ის მობილურ აპლიკაციაში Pink Friday-ს მოგზაურობის ინსპირაციად აქცევს — რაც მთავარია უფრო დაბალ ფასად.
ეს შეთავაზება იდეალურია მათთვის, ვისაც დაგეგმვა უყვარს — თარიღების ერთმანეთთან შედარება, სხვადასხვა მიმართულებაზე ფიქრი და ისეთი მოგზაურობის შერჩევა, რომელიც მათ ბიუჯეტსა და განრიგს ყველაზე კარგად ერგება. Pink Friday მოგზაურებს აძლევს თავისუფლებას, აღმოაჩინონ სწორედ ის მიმართულება, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია.
ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ 27 და 28 ნოემბერს, WIZZ-ის აპლიკაციით ან wizzair.com-ზე შესრულებულ ჯავშნებზე. შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ წინასწარ შერჩეულ ფრენებზე. გაითვალისწინეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 249 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-იაღიარეს, როგორც “ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია” 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა.
[1] შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ შერჩეულ რეისებზე. მოგზაურობის პერიოდი: 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 26 მარტის ჩათვლით.
Business Political Insights BPI.GE