PETRONAS-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს

თბილისი (BPI) – მალაიზიის სახელმწიფო ენერგოკომპანია Petroliam Nasional Berhad-ი (PETRONAS) საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს.

საქართველოსა და მალაიზიას შორის ენერგოსექტორში კავშირების დამყარების და PETRONAS-ის მიერ საქართველოში ინვესტირების შესაძლო პერსპექტივებზე ისაუბრეს მალაიზიაში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ და PETRONAS-ის პრეზიდენტმა და ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ტან სრი ვან ზულკიფლი ვან არიფინმა.

PETRONAS-ის პრეზიდენტს ელჩმა საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმებსა საქართველოს მიზანზე, რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბისროლის გაძლიერების მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია. პრეზიდენტს ასევე მიეწოდა ინფორმაცია სხვადასხვა სექტორში, კერძოდ ენერგეტიკაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების და მდიდარი ჰიდროენერგორესურსების, ასევე ახალი საგადასახადო სისტემის, ინვესტორებისთვის გათვალისწინებული შეღავათების, საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების, ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგების და არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ.
 
Petroliam Nasional Berhad-ის პრეზიდენტმა გამოთქვა ოქტომბერში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმზე დასწრების სურვილი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …