Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან თბილისის გარდა, ბათუმის მიმართულებითაც შეასრულებს რეისებს

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძე განმარტებით,  ავიაკომპანია სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით იფრენს. აღსანიშნავია, რომ  Pegasus Airlines-ს ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები დღემდე არ შეუსრულებია. ავიაკომპანია ამ დროისათვის სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ასრულებს რეისებს. გასულ წელს Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან ქუთაისის მიმართულებითაც ასრულებდა რეისებს.

ამ დროისათვის სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს Turkish Airlines-ი ასრულებს და აღნიშნულ მიმართულებაზე ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში კვირაში 10 სიხშირით ასრულებს რეისებს.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …