ინვოისების ელექტრონული პორტალი: PayBox-ის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც გადახდის პროცესს კიდევ უფრო აადვილებს

PayBox – საქართველოში პირველი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მომხმარებლებს ახალ ფინანსურ პლატფორმას სთავაზობს. ყველასთვის კარგად ცნობილი ტექნოლოგიური კომპანია, უკვე 15 წელზე მეტია, მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებას აადვილებს და ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელებას, ერთ სივრცეში სთავაზობს. კომუნალურ გადასახადებს, ანგარიშზე თანხის შეტანას, ბილეთების შეძენას, პარკირების გადასახადს, მობილური ბალანსის შევსებას თუ ნებისმიერი სხვა სახის საჭიროებას, ამჯერად ინვოისების ელექტრონული პორტალიც დაემატა.

რა არის ინვოისების ელექტრონული პორტალი?

Invoice Box არის პლატფორმა, სადაც რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესებს საშუალება ექნებათ დააგენერირონ ინვოისი და გაუგზავნონ მომხმარებელს SMS-ის, მეილის, ლინკის ან PDF ფორმით. PayBox – ის ტერმინალში ინვოისის უნიკალური კოდის მითითების შემდგომ კი, ერთი ღილაკის მეშვეობით, მომხმარებელი მარტივად და კომფორტულად გადაიხდის თანხას.

მარტივი, ორგანიზებული, მოსახერხებელი და სწრაფიინვოისების ელექტრონული პლატფორმა, ქართული ბიზნეს გარემოს გამოწვევებს პასუხობს. ეს სერვისი არის გადახდების ახალი მიმართულება, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას ბიზნესსა და ნაღდი ფულით გადამხდელს შორის.

როგორ ხდება ახალი პლატფორმის გამოყენება?

ახალი ფუნქციონალის გამოსაყენებლად, პირველ რიგში, საჭიროა ბიზნესის რეგისტრაცია და ანგარიშის შექმნა. ამ მარტივი და სწრაფი პროცედურის შემდეგ, შესაძლებელია ინვოისის დაგენერირება და უნიკალური კოდის მომხმარებლებისთვის გაგზავნა.

თავის მხრივ, მომხმარებლებს შეეძლებათ მიღებული ინვოისის თანხის PayBox-ის ტერმინალიდან გადახდა, თანაცყოველ ფეხის ნაბიჯზე.

ინოვაციურ ელექტრონულ პორტალში, კომპანია სრულად ნახავს ინფორმაციას ინვოისების შესახებ: იქნება ეს ინვოისის სტატუსი, ნომერი, შექმნის თარიღი, პროდუქტის აღწერა, თანხა, გადახდილი თანხა, თუ გადახდის თარიღი.

ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, Invoice Box-ში შესაძლებელია: ინვოისის დუბლირება, SMS-ის ხელახლა გაგზავნა, ინვოისის PDF ფორმატში ექსპორტი, დრაფტის რედაქტირება, ინვოისის გაუქმება, ინვოისის წაშლა, ინვოისის ნომრით ძებნა, ინვოისების სტატუსების მიხედვით ფილტრაცია და სხვა.

უფრო კონკრეტული დეტალებისთვის გთავაზობთ ვიდეო ინსტრუქციას:

www.facebook.com/watch/?v=734681094729769

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …