საქართველოს სავაჭრო პალატა უკრაინის რეგიონული პალატების აღდგენის, დახმარებისა და გადამზადების პროექტში აქტიურად ჩაერთვება

გიორგი პერტაია ბრიუსელში, ევროპალატის 131-ე გენერალურ ასამბლეას დაესწრო.  გენერალურ ასამბლეაზე ევროპალატის პრეზიდენტმა, ლუკ ფრიდენმა 2021 წელს ევროპალატის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.
ასევე, დამსწრეებმა განიხილეს 2022 წელს დაგეგმილი აქტივობები და პრიორიტეტები.
ამავე ასამბლეის ფარგლებში დამტკიცდა ევროპალატის 2022 წლის ბიუჯეტი და ევროპალატის წესდებასა და პროცედურულ ნორმებში შესატანი ცვლილებების პაკეტი.
ასამბლეაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა უკრაინის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გენადი ჩიჟიკოვმა და ისაუბრა ომის ფონზე უკრაინულ ბიზნეს წრეებში არსებულ მდგომარეობაზე. თავის მხრივ, ევროპალატის წევრი პალატები, მათ შორის საქართველოს სავაჭრო პალატა აქტიურად ჩაერთვება უკრაინის რეგიონული პალატების აღდგენის, დახმარებისა და გადამზადების პროექტში.
ევროპალატის გენერალურ ასამბლეას ევროპალატის წევრი სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტები, ასვე ევროკავშირის ინსტიტუტებიდან და პარტნიორი ორგანიზაციებიდან შესაბამისი წარმომადგენლები დაესწრნენ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …