Paddy Power Betfair-მა “აჭარაბეთის” საკონტროლო პაკეტი იყიდა

თბილისი (BPI) – კომპანია Paddy Power Betfair-ი სააქციო საზოგადოება “აჭარაბეთში” საკონტროლო პაკეტის შეძენაზე განაცხადა. გარიგების მოცულობა 116 მლნ ევროა, ინფორმაციას irishtimes-ი ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, საქართველოს სათამაშო ბაზრის ლიდერი კომპანიის 51%-იანი წილი შეიძინა. არსებული შეთანხმების მიხედვით, კომპანია “აჭარაბეთის” დარჩენილ ნაწილს სამი წლის განმავლობაში გამოისყიდის.

“აჭარაბეთზე” მოდის მთლიანი სათამაშო ბაზრის შემოსავლების 40%.

irishtimes-ი მოიათითებს, რომ “აჭარაბეთი” ცნობილი ვებგვერდის “აჭარანეთის” ექსკლუზიური პარტნიორია.

“აჭარაბეთი” 2017 წელს სომხეთის ბაზარზე შევიდა და 2018 წლის ბოლოსთვის ამ ბაზრის 10%-იანი წილის მოპოვება შეძლო.

“აჭარაბეთმა” 2018 წელს 215 მლნ ლარის (73 მლნ ევრო) შემოსავალი მიიღო,
EBITDA 68 მლნ ლარამდეა.

ქართული ონნაინ ბაზარი მზარდია, 2016 წლიდან 2018 წლამდე ბაზარი 40%-ით არის გაზრდილი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …