ომის ფასი დოლარებში – რა თანხას ხარჯავს და დახარჯა აშშ–მ ომებში

თბილისი (BPI) –  დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა  მე –18 საუკუნეში ამერიკას  $2,41 მილიარდი დაუჯდა. 1846–1849 წლების ომი მექსიკასთან $2,38 მილიარდი.  1861–1865 წლების სამოქალაქო ომი 79,7 მილიარდი. 1899 წლის ომი ესპანეთთან  მექსიკისათვის 9, 03 მილიარდი. პირველ მსოფლიო ომში აშშ–ს ხარჯებმა  $334 მილიარდს გადააჭარბა.  თავდაცვის ბიუჯეტის ხვედრითმა წილმა  მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მაშინ პირველად მიაღწია ორნიშნა რიცხვს და 14,1% შეადგინა.

კორეის  სამწლიანი ომში, 1950 –1953 წლებში ამერიკელებმა  $341 მილიარდი დახარჯეს. ვიეტნამის ათწლიანი ომი $735  დაჯდა.

პირველი ომი სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ შედარებით იაფი, სულ რაღაც $103 მილიარდი დაჯდა. მეორე ომის ხარჯებმა კოლოსალურ თანხას მიაღწია, $1,6 ტრილიონი, ესაა ფასი რომელიც ამერიკელებმა სადამ ჰუსეინის ლიკვიდაციაში გადაიხადეს.  ერთი თვე ერაყში ამერიკის ბიუჯეტს  $12 მილიარდი უჯდებოდა.მარტო ჰაერის კონდიცირებისათვის ყაზარმებში და სხვა სათავსოებში ამერიკის  სარდლობა წელიწაში $20 მილიარდს ხარჯავდა.შთამბეჭდავია თანხა რომელიც აშშ–ს ბიუჯეტმა ერაყის ომის ვეტერანებს ხელფასისა და კომპენსაციის სახით დაურიგა– $490 მილიარდი.

war3

დიდი ფული იხარჯება კიდევ ერთ ცხელ წერტილში.სამხედრო ოპერაციები ავღანეთში რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა უკვე დაჯდა  $641 მილიარდი.

ომზე გაწეული ხარჯების რეკორდი  გასულ საუკუნეში დამყარდა. მეორე მსოფლიო ომმა ამერიკის ბიუგეტიდან $4 ტრილიონი “შეჭამა”.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის …