კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები OECD-GVH RCC-ის მიერ გამართულ სემინარში იღებენ მონაწილეობას

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები – გიორგი მელაძე და ირაკლი შაკიაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (OECD-GVH RCC) მიერ გამართულ სემინარში იღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება „კონკურენციის სამართლის პრინციპები და პროცედურები ახალი თანამშრომლებისთვის” უნგრეთში ქ. ბუდაპეშტში იმართება. სააგენტოს წარმომადგენლები, დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად, სხვა ქვეყნის კონკურენციის ორგანოს მიღწევებსა და გამოცდილებას ადგილზე სწავლობენ.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …