ფინანსთა სამინისტროს ბენჩმარკ ობლიგაციების აუქციონი დაგეგმილია აპრილის პირველ კვირაში შედგება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბენჩმარკ ობლიგაციების უახლოესი აუქციონი დაგეგმილია  აპრილის პირველ კვირაში შედგება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის 22 მარტს 5-წლიანი 80.0 მლნ ლარის (24.8 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა დაახლოებით 1.9-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით, რომელიც 2022 წლის თებერვალში გაიმართა, 0.458პპ-ით გაიზარდა და 10.143% შეადგინა.

უახლოესი აუქციონი დაგეგმილია 2022 წლის აპრილის პირველ კვირაში, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 2-წლიანი 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …