2022 წელს ნავთობზე მოთხოვნა დღე/ღამეში 4,15 მლნ ბარელით გაიზრდება – პროგნოზი

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით  2022 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა გაიზრდება 4,15 მილიონი ბარელით დღე/ღამეში.

2022 წლის მესამე კვარტალში ნავთობის გლობალური მოხმარება კვლავ 100 მილიონ ბარელს გადააჭარბებს დღე/ღამეში, რაც შეესაბამება OPEC-ის გასულ თვეში გამოქვეყნებულ პროგნოზს. ცნობისათვის, OPEC-ის მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიომ 100 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს მოიხმარდა დღე/ღამეში.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …