ტურიზმის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობის შენარჩუნება – ნატა კვაჭანტირაძე

„საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს. ჩვენ წარვადგინეთ ძირითადი ხედვები, რომლის მიხედვითაც შეიძლება სამომავლოდ გააქტიურება. ჩვენი სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობის შენარჩუნება,“ – განაცხადა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა ნატა კვაჭანტირაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლებმა დარგის არსებულ ვითარებასა და სამომავლო განვითარების მიმართულებებზე ისაუბრეს.
ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, მინისტრის მხრიდან აქცენტი გაკეთდა ახალი მარკეტინგული ბაზრების მოძიებასა და იმ ძირითად ასპექტებზე, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს ტურიზმს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …