Myway Airlins-ი წლის საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტულისთვის იბრძოლებს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Myway Airlins-ი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე, რომელიც წლის ბოლოს უნდა გაიმართოს Myway Airlines-ი წლის საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტულისთვის იბრძოლებს.

Myway Airline-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული, სრული მომსახურების მქონე ქართული ავიაკომპანიაა. კომპანიამ ოპერირება გასულ წელს დაიწყო. ამჟამად Myway Airlines-ი რეაგულარულ ფრენებთან ერთად, ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

ავიაკომპანიის ავიაპარკი Boeing-737-800 ტიპის ორი თვითმფრინავით არის წარმოდგენილი.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და მისი მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია.

შემთხვევითი სიახლე

Georgian Airways-ს ბიზნესომბუდსმენის დახმარების ეიმედება

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეისების დროებით შეჩერების მიზეზს განმარტავს და ახლადდანიშნულ ბიზნესომბუდსმენს დახმარებას …