Myway Airlines-მა ქუვეითის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება დაიწყო

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ჩარტერულ ფრენებს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით შეასრულებს.

თბილისი – ელ-ქუვეითი – თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიამ რეისების შესრულება 2019 წლის 6 ივლისიდან დაიწყო. ფრენები 17 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 5 ივლისს მიენიჭა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …