Myway Airlines-ის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამდებობა დატოვა

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამდებობა დატოვა. იგორ აფციაური, რომელიც ჩინური კაპიტალით დაფუძნებული ავიაკომპანიის მაჟორიტარი მეწილეც იყო აცხადებს, რომ კომპანია საკუთარი სურვილით და დიდი გეგმებით დატოვა.

როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ირკვევა, დღეისათვის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ისევ GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD-ია.

იგორ აფციაური ამბობს, რომ კონკრეტული ავიაკომპანია დატოვა, თორემ ავიაციის სფეროში რჩება, სადაც რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს მის გუნდთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ იგორ აფციაური გასულ წლებში მუშაობდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, სადაც სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. ასევე მუშაობდა Qatar Airways-ის და Air Baltic-ის მთავარ ოფისებში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …