Moody’s-მა საქართველოს ბანკს რეიტინგი გაუზარდა

თბილისი (BPI) – სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ბანკის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების რეიტინგი ერთი საფეხურით, Ba3 დან Ba2-მდე გაზარდა. ამასთან, განახლებული რეიტინგით პროგნოზი კვლავ „სტაბილური“-ა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება თანხვედრაშია სარეიტინგო სააგენტოს მიერ ქვეყნებისთვის ადგილობრივ და უცხოურ ვალუტებში რეიტინგის ჭერის განსაზღვრის მეთოდოლოგიაში შეტანილ ცვლილებასთან. ეს ცვლილება განსაზღვრავს ქვეყნების რეიტინგის ჭერის ზედა ზღვარს ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციებისა და სხვა ვალდებულებებისათვის, რომელიც Moody’s-მა 2020 წლის 7 დეკემბერს განახორციელა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …