Moody’s-იმ ლიბერთის 15 მლნ ევროს სესხი Credit Positive-ით შეაფასა

თბილისი (BPI) – Moody’s მიერ გამოქვეყნდა Credit Outlook ანგარიში (MCO Publications, Moodys.com) სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ლიბერთი ბანკისთვის 15 მლნ ევროს სესხის დამტკიცებას სააგენტოს მიერ მიეცა “Credit Positive“ შეფასება.

ეს შეფასება ემყარება შემდეგ ძირითად ფაქტორებს:

  • მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტი პირველად დაუმტკიცდა ლიბერთი ბანკს. ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდა ეს ფინანსური ინსტრუმენტი მხოლოდ 2017 წელს მის მფლობელობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ.
  • ეს საკრედიტო ხაზი აუმჯობესებს ლიბერთი ბანკის პასივების სტრუქტურას, რაც მათ შორის განპირობებულია ბანკის პასივების ვადიანობის მნიშვნელოვანი გახანგრძლივებით.
  • ამ საკრედიტო ხაზის მეშვეობით ლიბერთი ბანკს მიეცემა საშუალება უფრო აქტიურად დააკრედიტოს მცირე და საშუალო ბიზნესი, იმის გათვალისწინებით რომ, მსგავსი ტიპის სესხები გაიცემა საშუალო ან გრძელი ვადით.  ეს თანხვედრაშია ბანკის მიერ გაცხადებულ ბიზნეს სტრატეგიასთან, რაც მიზნად ისახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის დივერსიფიცირებას კორპორატიული და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაცემული სესხების ხვედრითი წილის ზრდის მეშვეობით.
  • ეს ფინანსური ინსტრუმენტი ასევე დაეხმარება ბანკს შემოსავლების დივერსიფიცირებაში, რაც თავის მხრივ უფრო სტაბილურს გახდის ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებს.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კიდევ ერთი ქართული ბანკი აღრმავებს ურთიერთობას განვითარებაზე ორიენტირებულ მრავალმხრივ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. როგორც წესი, ასეთი ორგანიზაციებისაგან მიღებული დაფინანსება ნაკლებად მგრძნობიარეა საბაზრო კონიუქტურისადმი, რაც ფინანსური სისტემის სტაბილურობის დამატებითი გარანტია.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …