Microsoft-ი HUAWEI-ს ლეპტოპების ონლაინ გაყიდვებს განაგრძობს

თბილისი (BPI) – მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და მსხვილმა კომპანია Microsoft-მა, HUAWEI-ის ლეპტოპები  საკუთარ ვებგვერდზე, პროდუქტების ნუსხაში დააბრუნდა.  როგორც იცით, აშშ-ს მთავრობის სანქციების ფონზე,  ამერიკულმა  კომპანიებმა სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვონ, იმისათვის, რომ  HUAWEI -სთან ბიზნესის წარმოება ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.

CNCB-ის განცხადებით, კომპანია Microsoft განაგრძობს HUAWEI -ს ლეპტოპების გაყიდვას საკუთარ ვებგვერდზე,  მას შემდეგ, რაც  გადააფასა კომპანიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. ასევე, Microsoft -მა ფაქტობრივად პირობა დადო, რომ HUAWEI -ს არსებულ მოწყობილობებზე  პროგრამულ განახლებებს გააგრძელებს.

“ჩვენ იმ მოსაზრების ერთგულნი ვრჩებით, რომ აუცილებელია მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება მივაწოდოთ. ჩვენ გადავაფასეთ ა.შ.შ.-ს კომერციული დეპარტამენტის გადაწყვეტილება HUAWEI -სთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ Microsoft-ის პროგრამული განახლებების შეთავაზება HUAWEI-ს მოწყობილობებზე“ – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

ბოლო დროს კომპანია HUAWEI-ს ირგვლივ  უამრავი  სიახლე და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაჩნდა, რასაც  მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. უამრავი ვერსიისა თუ პროგნოზის ფონზე, ერთი რამ ნამდვილად ცხადია –  HUAWEI  განაგრძნობს ტექნოლოგიურ განვითარებას და მომხმარებელს სამომავლოდ, უმრავ სასიამოვნო სიურპირზსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებას ჰპირდება. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …