ფერმერები სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების მომსახურებით სარგებლობენ

ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილების დაწყების პარალელურად, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში არსებულ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე მუშაობა განახლდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ პირუტყვის დამუშავებას ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციასა და შემცირებას უწყობს ხელს.

კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, დუშეთი/ქუბრიაანთკარი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში, დღეისათვის, უახლესი სტანდარტების 7 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს. პუნქტებზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი; ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მეცხვარე ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …