MATERIEL X EAST POINT – ისთ ფოინთი ქართველ დიზაინერებთან კოლაბორაციით ჩანთების ახალ სერიას ქმნის

ისთ ფოინთში ტრადიციაა – ზაფხულის სეზონი ახალი კონცეფციისა და დიზაინის ჩანთების შექმნით იწყება. უკვე 7 წელია, რაც ისთ ფოინთი ქართველ დიზაინერებთან  კოლაბორაციით ყოველ წელს ჩანთების ახალ სერიას ქმნის.

ორიგინალური პრინტი, სიფერადე,  პასტელური მინიმალიზმი, ეკო ჩანთები, რომელიც სარეკლამო ბანერებების გადამუშავებით შეიქმნა – ჩვენი კოლექცია დიდი და მრავალფეროვანია.

წელს ქართულ ბრენდ MATERIEL-თან თანამშრომლობით ისთ ფოინთში ჩანთების ახალი სერია შეიქმნა. მატერიელი პოპულარული ბრენდია 10-მდე ქვეყანაში და მათ მიერ შექმნილ სამოსსა თუ აქსესუარებს ადრიანა ლიმა, ალექსა ჩანგი და ქლოე კარდაშიანი ატარებენ. ბრენდის ნაწარმის შეძენა კი მაღალი მოდის მულტიბრენდულ საიტებზე შეიძლება, როგორიცაა:  farfetch, Net-a-porter, brownsfashion, selfridges, towards და ა.შ.

„ისთ ფოინთთან“ თანამშრომლობით შექმნილი ჩანთა, „მატერიელის“ დიდი ზომის ჩანთის ხელწერას იმეორებს. დიზაინზე მუშაობისას, გუნდმა გადაწყვიტა, ბრენდისთვის საკმაოდ უჩვეულო იქნებოდა, ჩანთის მასალად ჯინსის გამოიყენება, რადგან ჯინსის მასალა ყოველთვის აქტუალურია, სეზონის მიუხედავად. ჩანთას წინა მხარეს დატანილი აქვს „მატერიელის“ ფლექსირებული ლოგო, რომელიც ბრენდის წარმატებულ სავაჭრო ნიშანს წარმოადგენს“ – ანი გოგოხია (მატერიელის კომუნკაციების მენეჯერი)

„ყოველ წელს ახალი, განსხვავებული კონცეფციისა ჩანთების შექმნა ისთ ფოინთის ტრადიციად და ხელწერად იქცა. გვიხარია, რომ ქართველ დიზაინერებთან კოლაბორაციით ახალ, უნიკალურ პროდუქტს ვქმნით. წლევანდელი კოლაბორაცია MATERIEL-თან შედგა და მათი ხელწერით სრულიად განსხვავებული, უნივერსალური ჩანთა შეიქმნა“. თეიკო ლომინაძე (ისთ ფოინთის მარკეტინგის დირექტორი)

ისთ ფოინთის მომხმარებლები 27 ივნისიდან შეძლებენ იშოპინგონ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში და გადაცვალონ 300₾ ქვითარი ახალ, ლიმიტირებულ, ბრენდულ ჩანთაში.

წყარო: https://at.ge/

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …