Mastercard: დღეს, საქართველოში Google Pay გადახდის სერვისი ამოქმედდა

დღეს, საქართველოში Google Pay გადახდის სერვისი ამოქმედდა. საქართველოს ნებისმიერი ბანკის Mastercard-ის ბარათების მფლობელს, აქვს შესაძლებლობა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც უკონტაქტო გადახდის ტექონოლოგიები ხელმისაწვდომია, სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობების გამოყენებით, გადაიხადოს ერთი შეხებით – სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად.

Google Pay არის გადახდის სწრაფი, უსაფრთხო და მარტივი გზა. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც ტრანზაქციისთვისაა საჭირო. თქვენ გადახდების ინფორმაციას კი, თქვენს Google ანგარიშზე ინახავს.  

Google Pay, მომხმარებლებს კიდევ უფრო უადვილებს გადახდის პროცესს. სმარტფონების მფლობელებს შეუძლიათ Mastercard-ის საკრედიტო და სადებეტო ბარათები დაამატონ Google Wallet-ის აპლიკაციაში. ამისათვის, ბარათის მფლობელმა უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაცია Google Play Store-დან სმარტფონზე, შევიდეს Google ანგარიშში და დაამატოს საგადახდო მეთოდი. დამატებით, ბარათის მფლობელი უნდა დარწმუნდეს, რომ მოწყობილობა NFC-თან თავსებადია. ტრანზაქციისთვის, მომხმარებელმა უნდა მიიტანოს მოწყობილობა გადახდის ტერმინალის უკონტაქტო მკითხველთან.

აღსანიშნავია, რომ Google Pay, გადახდასთან ერთად, არ აგზავნის თქვენი რეალური საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ინფორმაციას. ამის ნაცვლად, ის იყენებს ანგარიშის ვირტუალურ ნომერს, რათა თქვენი ბარათის დეტალები, მაქსიმალურად დაიცვას.

Google Wallet- საშუალებით, თქვენ არ გჭირდებათ ბარათის ყველა დეტალის დამახსოვრება ან ტელეფონზე გაუთავებელი ფორმების შევსება. ამის ნაცვლად, ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ გადახდა.

Google Pay-ში, Mastercard-ის ბარათით გადახდები ხორციელდება Mastercard Digital Service Enablement (MDES) ტოკენიზაციის პლატფორმის მეშვეობით. ამ გადაწყვეტით, ბარათის ნომერი იცვლება ტოკენით, რათა თქვენი ბარათის მონაცემები, კიდევ უფრო დაცული იყოს. ხოლო თუ ოდესმე, თქვენი ტელეფონი დაიკარგება, შეგიძლიათ გამოიყენოთ „იპოვე ჩემი მოწყობილობის“ ფუნქცია, რათა მყისიერად დაბლოკოთ თქვენი მოწყობილობა ნებისმიერი ადგილიდან, დაიცვათ იგი ახალი პაროლით ან გაათავისუფლოპთ თქვენი პირადი ინფორმაციისგან.

Google Payის საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად, Mastercard, ბარათის მფლობელების, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებთან უამრავ შეთავაზებასა და საჩუქარს სთავაზობს:

 

  • Mastercard-ის ბარათით, Wolt-სა და 8000 მოსავალში გადახდისას, მომხმარებლები 30%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.

 

  • ხოლო McCafe, საჩუქრად ფინჯან ყავას შესთავაზებს.

 

  • Carrefour-ში კი, სპეციალური პრიზები მოგების უნიკალური შანსი ელოდებათ. ეს პრიზებია: Samsung A536e, Galaxy A53 და Smart Watch 4.

 

უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდები, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. Mastercard კი, თავის პარტნიორებთან ერთად, გამუდმებით ცდილობს, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს უნაღდო ანგარიშსწორების ყველა შესაძლებლობა.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის გენერალური მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში:

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში, გადახდის თანამედროვე ინსტრუმენტები, სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. Mastercard გთავაზობთ უკონტაქტო გადახდის ისეთ სისტემებს, როგორიცაა Tap on Phone, Apple Pay და ახლა უკვეGoogle Pay. მთელ მსოფლიოში, Mastercardის მიზანია, რომ ბარათის მფლობელებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა ყველგან, ნებისმიერ დროს და ყველაზე მოსახერხებელი გზით განახორციელონ ტრანზაქცია.

დღეიდან, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ Mastercard-ის საკრედიტო და სადებეტო ბარათები Google Pay-ში და დაიწყონ მათი გამოყენება მაღაზიებსა თუ ონლაინ კომერციაში. Google Pay-ში, სმარტფონისა თუ სხვა საშუალებით, Mastercard-ის ბარათით გადახდა, ისეთივე უსაფრთხოა, როგორც Mastercard-ის ნებისმიერი სხვა ტრანზაქცია“.

ჯენი ჩენგი, ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი, Google Wallet:

„Google Pay, მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაში, ანდროიდის ან  Wear OSის მომხმარებლებს, საშუალებას აძლევს გადაიხადონ სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ. ამისათვის საჭიროა, რომ მომხმარებელმა უბრალოდ დაამატოს სადებეტო და საკრედიტო ბარათებ Google Wallet აპლიკაციაში. ამის შემდეგ, მას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ნებისმიერი ტრანზაქციის დროს, მისი ფინანსური ინფორმაცია, მაქსიმალურად დაცული იქნება“.  

 

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …